ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა

21:18, 30.07.2021

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებების და სიკვდილის რისკს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ცენტრი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია.

„ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს.

ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

აცრის მსურველები უნდა ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკონ ნომერზე 1522 ან 144-3.

მსგავსი