ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩინს პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია დააკმაყოფილა.​ ​ადვოკატები დაკავებულების მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა გურჩიანი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, ხიდაშელი კი, ადვოკატის ინფორმაციით, მომხდარში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობს.

გურჩიანის ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. თუმცა ადვოკატის განმარტებით, მომხდარი არ უკავშირდება ბიზნეს მეწილეებს შორის დავას. ადვოკატი აცხადებს, რომ გურჩიანი იმ პირებს, ვისთანაც მას მოუვიდა დაპირისპირება, არ იცნობდა. დაპირისპირება კი, ავტომანქანის არასწორად გაჩერებამ გამოიწვია.

მამუკა გურჩიანს ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან. ხოლო მეორე დაკავებულ პირს, მერაბ ხიდაშელს ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.

გამოძიების ცნობით 3 ივნისს, ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიდაშელი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს. გურჩიანმა კი, დანით ერთ ერთ პირს სახისა და ფეხის არეში, ხოლო მეორე პირს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა.

პროკურატურის ცნობით, გარდა დაკავებულებისა, საქმეში ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირიც მონაწილეობდა, შესაბამისად, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.