ჯანმო - „კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტი სულ მცირე 17 ქვეყანაშია გამოვლენილი
ჯანმო - „კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტი სულ მცირე 17 ქვეყანაშია გამოვლენილი

„კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტი სულ მცირე 17 ქვეყანაშია გამოვლენილი. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ინდური ვარიანტის – B.1.617-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში.

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების ფონზე, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა ინდოეთთან მიმოსვლა შეაჩერა და ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება აკრძალა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ინდოეთში ეპიდაფეთქება სწორედ კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელებით არის გამოწვეული.