ჯანმო - ავღანეთში მილიონ ბავშვს შიმშილის გამო, სიკვდილის საფრთხე ემუქრება
ჯანმო - ავღანეთში მილიონ ბავშვს შიმშილის გამო, სიკვდილის საფრთხე ემუქრება

ავღანეთში მილიონ ბავშვს შიმშილის გამო, სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ავღანეთში საკვების დეფიციტის გამო, შიმშილი 3,2 მილიონ ბავშვს ემუქრება, მათგან მილიონის სიცოცხლე კი საფრთხის წინაშეა.

„ეს არის მძიმე ბრძოლა, რადგან შიმშილი იპყრობს ქვეყანას. მსოფლიომ არ უნდა შეაქციოს ზურგი ავღანეთს“, – განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა გამწვავდა და გაერო-ს ცნობით, ავღანეთი ამჟამად ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.