ჯანლუკა ძამბროტა კვარაცხელიაზე - ხვიჩა ნამდვილი ტალანტია, ამავეს ვამბობდი მესიზეც, როდესაც ის „ბარსელონაში“ მივიდა #1TVSPORT
ჯანლუკა ძამბროტა კვარაცხელიაზე - ხვიჩა ნამდვილი ტალანტია, ამავეს ვამბობდი მესიზეც, როდესაც ის „ბარსელონაში“ მივიდა #1TVSPORT

იტალიის ნაკრებში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ჯანლუკა ძამბროტამ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია, ამავეს ვამბობდი ლიონელ მესიზეც, როდესაც ის „ბარსელონაში“ პირველად მივიდა. ხვიჩა მოედანზე არასტანდარტულ გადაწყვეტილებეს იღებს და მის წინააღმდეგ თამაში რთულია“, – განაცხადა ძამბროტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ძამბროტა თბილისში La Gazzetta dello Sport Georgia-ს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ონლაინ სივრცეში უკვე ჩაეშვა და ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია.