ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT
ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT

„მილანის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. ფეხბურთელის კონტრაქტი ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით ის არ გაუგრძელებიათ. როგორც გაზეთი AS წერს, მოთამაშის აგენტმა მინო რაიოლამ მეკარეს „ბარსელონაში“ გადასვლა შესთავაზა.

„მილანსა“ და დონარუმას აგენტს შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე დროებით შეჩერებულია. მეკარეს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და თუ „მილანი“ იტალიის ჩემპიონატის ტოპ-ოთხეულში მოხვდება, ის დარჩება კლუბში, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებს „როსონერის“.

მინო რაიოლა მეგობრობს „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან და მას შესთავაზა კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის ნაწილობრივ მოგვარების ვარიანტი. კერძოდ, კატალონურ კლუბს შეუძლია სარფიანად გაყიდოს თავისი პირველი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მის ნაცვლად უფასოდ აიყვანოს თავისუფალი აგენტი დონარუმა.

ადრე გახდა ცნობილი, რომ „მილანმა“ 22 წლის მეკარეს ახალი გარიგება შესთავაზა წელიწადში რვა მილიონი ხელფასის ოდენობით.