ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
43 წლის მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „იუვენტუსს“.
„გადავწყვიტე არ გავაგრძელო კონტრაქტი „იუვენტუსთან“ და ამ სეზონის შემდეგ წავიდე ტურინიდან“, – განაცხადა ბუფონმა BeIn Sports-სთან ინტერვიუში.
ლეგენდარული მეკარე „იუვენტუსში“ 2001-18 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. 2019 წელს, ბუფონი ტურინულ კლებში დაბრუნდა.
ამ სეზონში ჯანლუიჯიმ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაუშვა.