ბერგამოს „ატალანტა“ განიხილავს „იუვენტუსის“ მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის გაფორმების შესაძლებლობას.
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა საკუთარ „ტვიტერში“ წერს, ბერგამოული კლუბი ვეტერან მეკარეს იმ შემთხვევაში გადაიბირებს, თუ გუნდიდან წავა პიერლუიჯი გოლინი.
აღნიშნავენ, რომ „ატალანტა“ ადრეც ცდილობდა ბუფონის გაფორმებას, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.
მიმდინარე სეზონში ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში ექვსი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა.