ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე, მხარს 196 ფედერაცია უჭერს
ჯანი ინფანტინოს ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე, მხარს 196 ფედერაცია უჭერს

ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს დიდი შანსი აქვს, დაკავებულ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიონ. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ (Financial Times) წერს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის 211 წევრიდან, ამჟამინდელ პრეზიდენტს მხარს 196 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია უჭერს. ავტორიტეტულ გამოცემას ამის შესახებ ფიფასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

ინფანტინოს კონკურენცია შეუძლია გაუწიოს შვეიცარიელმა რამონ ვეგამ, რომელიც იმედოვნებს იმ წევრთა ხმების მოზიდვას, რომლებიც არ ეთანხმებიან ფიფას პოლიტიკას. თუმცა, ვეგას შანსებს განიხილავენ, როგორც მინიმალურს.

ჯანი ინფანტინო ფიფას სათავეში 2016 წლის თებერვლიდან უდგას. კანდიდატთა რეგისტრაცია 5 თებერვალს დასრულდება, 5 მაისს კი ფიფა კანდიდატთა ოფიციალურ სიას გამოაქვეყნებს. ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 5 ივნისს პარიზში გაიმართება.