ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ფიფა მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატის 64 გუნდამდე გაფართოებას გეგმავს #1TVSPORT

12:05, 13.07.2026
WASHINGTON, DC - DECEMBER 06: Gianni Infantino, President of FIFA, looks on during the FIFA World Cup 2026 official match schedule announcement on December 06, 2025 in Washington, DC. (Photo by Tasos Katopodis - FIFA/FIFA via Getty Images)

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) კვლავინდებურად განიხილავს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვის 64 გუნდამდე გაზრდას.

ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება ტურნირის 100-წლიან იუბილეს, რომელიც 2030 წელს აღინიშნება. ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა ეს ინფორმაცია.

ფუნქციონერის სიტყვებით, ფიფა-ს სურვილია, საშუალება მისცეს დიდი რაოდენობით გუნდებს, შეუერთდნენ საფეხბურთო ზეიმს.

„ყოველ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იოცნებოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. შეგიძლიათ, თავად იხილოთ, რომ გუნდების დონე მეტად მაღალია – და ეს დონე მთელს მსოფლიოში მაღლა იწევს. თუ პატარა ქვეყნებს არ მივცემთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსს, მათ არ ექნებათ სრულყოფის გაგრძელების სტიმული“, – განაცხადა ინფანტინომ.

მსოფლიო 2030 წლის ჩემპიონატი ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში გაიმართება, ასევე ტურნირის პირველი სამი მატჩი ურუგვაიში, პარაგვაისა და არგენტინაში ჩატარდება.

მსგავსი