ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ფეხბურთში ლურჯი ბარათის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია.
„ფიფა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ლურჯ ბარათებს. არავითარ შემთხვევაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ინფანტინომ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთში გაჩნდება ლურჯი ბარათი, რომელსაც ფეხბურთელი მიიღებს ტაქტიკური ჯარიმისთვის, რომელიც ჩაშლის პოტენციურ საგოლე მომენტს და ასევე მსაჯთან კამათისთვის. ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ მოთამაშე 10 წუთით დატოვებს მოედანს. ორი ლურჯი ბარათის ან ლურჯი და ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ფეხბურთელი მატჩის ბოლომდე იქნება გაძევებული.