ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ორგანიზაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ერთადერთი კანდიდატია.
პოტენციური კანდიდატების განაცხადების მიღების ვადა სამშაბათს ამოიწურა.
„ფიფა“-ს პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 5 ივნისს გაიმართება პარიზში ორგანიზაციის მორიგ კონგრესზე. 48 წლის ინფანტინოს მხარს უჭერს 196 ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ფედერაცია”, – იტყობინება გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი” (Financial Times).
ინფანტინო „ფიფა“-ს პრეზიდენტის პოსტზე 2016 წლის თებერვალში აირჩიეს – კორუფციული სკანდალის შემდეგ, რომლის შედეგად ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა იოზეფ ბლატერმა.