ჯანი ინფანტინო - ფიფა კატეგორიულად არ იწონებს სუპერლიგის შექმნას #1TVSPORT
ჯანი ინფანტინო - ფიფა კატეგორიულად არ იწონებს სუპერლიგის შექმნას #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უეფა-ს კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და ევროპის სუპერლიგის იდეის წინააღმდეგ ილაპარაკა.

„ფიფა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სუპერლიგის შექმნას. ეს ტურნირი დახურულ მაღაზიას ჰგავს. ამ მხრივ, არ არსებობს არანაირი ეჭვი ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. დღეს მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ევროპულ ფეხბურთს, უეფა-ს, მის 55 წევრ ასოციაციას, ლიგებს, კლუბებს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს.

არსებობს ბევრი რამ, რაც შეიძლება გაქრეს მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის მიღების გამო. ხალხმა ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს. და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ქმედებებზე.

თუ ვინმე გადაწყვეტს თავისი გზით სიარულს, უნდა შეეგუოს საკუთარი არჩევანისგან მიღებულ შედეგებს. შენ ხარ თამაშში, ან არა. აქ არ შეიძლება არსებობდეს ნახევარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ინფანტინომ.

დატოვე კომენტარი