ჯანდაცვის სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საფუძვლიანად დამუშავდა მოქალაქეთა მისაღები.

სადეზინფექციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური ხსნარით სამინისტროს დერეფნების, კიბეების, კარებების, ლიფტებისა და მოქალაქეთა მისაღების დამუშავება ყოველდღიურად მოხდება.