ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა

19:45, 13.05.2022

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა. უწყების ცნობით, წამლების შეძენა შვიდ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

„იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC“-ს, „ფარმსახლის“- და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული წამლები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა საერთო ჯამში, 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა. თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“, – აცხადებენ სამინისტროში.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.

მსგავსი