ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება

00:57, 19.09.2026

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.

„შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.

განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. საგამოძიებო სამსახურმა ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს მუშაობას

მსგავსი