ჯანდაცვის სამინისტრო - 2023 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტრო - 2023 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება

2023 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. 2023 წელს, განვლილი შვიდი თვის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ენდოპროთეზირების ოპერაციები უფინანსდებათ: პენსიონერებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს და პირველი ჯგუფის შშმ პირებს. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარებს. მნიშვნელოვანია, რომ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების და, მათ შორის, ორთოპედიული ენდოპროთეზის მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები ამოქმედდა.

ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA (The United States Food and Drug Administration), MDR (Medical Device Reporting ) ან CE (Certified in Eu) სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სახარჯი მასალების ევროპული და ამერიკული სტანდარტები თითოეული ბენეფიციარისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.