ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა რეკორდულად მოიმატა

00:22, 25.07.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იუწყებიან, რომ ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა რეკორდულად მოიმატა. კერძოდ, გასული დღე-ღამის განამვლობაში გლობალური მასშტაბით ვირუსი 284 196 ადამიანს დაუდგინეს.

ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 69 641 შემთხვევა გამოვლინდა, ბრაზილიაში – 67 860, ხოლო ინდოეთში – 49 310.

ბოლოს შემთხვევების რეკორდული ზრდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 18 ივლისს დააფიქსირა, მაშინ მსოფლიოში ერთ დღე-ღამეში ვირუსის 259 848 შემთხვევა აღრიცხეს.

მსგავსი