ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - მოგზაურობაზე შეზღუდვები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - მოგზაურობაზე შეზღუდვები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება

მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლემა, საგანგებო სიტუაციების პროგრამების დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სხვა ზომებთან ერთად იყოს გამოყენებული. ამავე დროს, კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვება შეუძლებელი იქნება. ეკონომიკები უნდა გაიხსნას, ხალხმა უნდა იმუშაოს, ვაჭრობა განახლდეს. საზღვრების ჩაკეტილ მდგომარეობაში დატოვება არ არის მდგრადი სტრატეგია მსოფლიო ეკონომიკისთვის, ღარიბებისთვის. ეს არავისთვისაა კარგი. ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პროგრესი ნაკლებად სახიფათო გზით. ჩვენ ვმუშაობთ წევრ ქვეყნებთან ამ საკითხზე, ვმუშაობთ სამოგზაურო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სხვებთანაც. თუმცა, ერთიანი, გლობალური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ყველას მოერგება, რთულია, რადგან საფრთხეები განპირობებულია თითოეული ქვეყნის ადგილობრივი კონტექსტით და სიტუაციით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.