ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი - ვვარაუდობთ, რომ ბევრ ქვეყანაში სიტუაცია უფრო განიმუხტება ზაფხულის პერიოდში, მაგრამ უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი - ვვარაუდობთ, რომ ბევრ ქვეყანაში სიტუაცია უფრო განიმუხტება ზაფხულის პერიოდში, მაგრამ უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის

მეორე ტალღა შეიძლება, იყოს მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა რეალურად დაიკლებს, მაგრამ ახლა ბევრ ქვეყანაში ჯერ პირველ ტალღაში ვართ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ შეკითხვას ძალიან ხშირად სვამენ, თუ როდის ვიხილავთ პანდემიის მეორე ტალღას, ან საერთო ვიხილავთ კი? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახლა ჩვენ ვხედავთ პიკებს. პირველი ტალღა არ დაგვისრულებია. მეორე ტალღა შეიძლება, იყოს მას შემდეგ, რაც შემთხვევების რაოდენობა რეალურად დაიკლებს, მაგრამ ახლა ჯერ პირველ ტალღაში ვართ ბევრ ქვეყანაში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბევრ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო განიმუხტება ზაფხულის პერიოდში, მაგრამ ამავე დროს უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როდესაც „კოვიდ-19“ შეიძლება, შეხვდეს სეზონურ გრიპს, პნევმონიას და სხვა დაავადებებს, რადგან ვირუსი ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებებში, ეფექტური წამალი და ვაქცინა კი არ არის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, არ მივეცეთ თვითკმაყოფილება და ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან. თუ არის საკითხები, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების დაცვას, მნიშვნელოვანია, ვცადოთ, გავიგოთ, რა იწვევს მოსახლეობაში ასეთ განწყობას, გადაღლას, როდესაც ისინი არ ასრულებენ წესებს და შემდეგ მიზნობრივად ვიმუშაოთ საზოგადოების ამ ჯგუფებთან“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.