ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ქართველ სამედიცინო პერსონალს პანდემიის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ჰანს კლუგემ წერილი და სპეციალური ჯილდო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოში გამოგზავნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2021 წელი მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა სპეციალური ჯილდო, რომელიც ქართველმა სამედიცინო პერსონალმა ჰანს კლუგესგან მიიღო.

„2021 წელი ძალიან მძიმე იყო როგორც ფიზიკური, ისე მორალური კუთხით ევროპისა და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის. „კოვიდ-19“-ის პანდემია ნამდვილი გამოცდა და წარმოუდგენელი ტვირთი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემების, თუ – სამედიცინო პერსონალისთვის“, – ნათქვამია წერილში.

ჰანს კლუგეს თქმით, მედპერსონალი თავდაუზოგავად ებრძვის ინფექციასა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ამ დროს კი, მათი ჯანმრთელობა მუდმივად რისკის ქვეშ დგას.

„გამოჩენილი ერთგულებისთვის, თავდადებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, მინდა, ეს ჯილდო, თქვენი სამინისტროს საშუალებით, გადავცე მედპერსონალს. მინდა, გთხოვოთ, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მათდამი მადლიერებისა და აღიარების ნიშნად“, – აღნიშნულია წერილში.