ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა გასული კვირის განმავლობაში 7%-ით მოიმატა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა გასული კვირის განმავლობაში 7%-ით მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა გასული კვირის განმავლობაში წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მოიმატა. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

გასულ კვირას მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით სულ 2,6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ამავე პერიოდში 6%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 22-დან 28 თებერვლამდე გლობალურად კორონავირუსს 66 477 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯონს პოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით მსოფლიოში დაინფიცირდა 115 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, 65 მილიონამდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორ მილიონ ნახევარზე მეტი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით კვლავ აშშ-შია, მეორე ადგილზე არის ინდოეთი, ხოლო მესამე კი ბრაზილიაა.