ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„ისევე როგორც ყველა ვირუსი, „კოვიდ-19“-იც დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე ვხვდები ამასთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას. ევროპის 22-მა ქვეყანამ უკვე აღმოაჩინა „კოვიდ-19“-ის ეს შტამი“, – განაცხდა კლუგემ.

მისი თქმით, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა არ დამძიმებულა. მისივე განცხადებით, ახალი შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა და ბავშვები განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ.

კლუგეს განცხადებით, უახლოეს ხანში „კოვიდ-19“ კიდევ შეიცვლება.

მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

„ეს იქნება სოლიდარობის ტესტი, განსაკუთრებით მდიდარი სახელმწიფოებისთვის, რათა ყველა ადამიანმა მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანების და სამედიცინო პერსონალის აცრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ცნობით, ევროპის 53 ქვეყენაში 2020 წელს კორონავირუსის 26 მილიონი შემთხვევა აღრიცხეს. დაიღუპა 580 000 ადამიანი.

დატოვე კომენტარი