ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი - მწარმოებელი კომპანიები ვაქცინის მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი - მწარმოებელი კომპანიები ვაქცინის მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინის მიწოდებაში არსებული ხარვეზები გამოასწორონ.

„სოლიდარობა აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად დაიწყებს ვაქცინაციას. ამ საკითხის კარგი გაგება ასეთია-არავინაა დაცული მანამდე, ვიდრე ყველა არაა დაცული. რეალობა ასეთია, რომ არსებობს ვაქცინის ნაკლებობა, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ მწარმოებლები 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გამოასწორონ“, – აცხადებს კლუგე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინები სამართლიანად უნდა გადანაწილდეს მდიდარ და ღარიბ ერებს შორის.

კლუგე ამბობს, საჭიროა მოთმინება, რადგან ვაქცინაცია დროს მოითხოვს. მისი თქმით, ევროპაში 35-მა ქვეყანამ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაიწყო.

დატოვე კომენტარი