ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - მსოფლიო მზად უნდა იყოს შემდეგი პანდემიისთვის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს შემდეგი პანდემიისთვის. ეს განცხადება ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს არ იქნება ბოლო პანდემია. ისტორია გვასწავლის, რომ პანდემიები არის ცხოვრებისუელი ფაქტი. მაგრამ, როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო მზად უნდა იყოს – ის უკეთ უნდა იყოს მომზადებული, ვიდრე ახლა იყო“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
შეგახსნებთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 27 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.