ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ 19“-ის ახალ ვარიანტს აკვირდებიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ 19“-ის ახალ ვარიანტს აკვირდებიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება „კოვიდ 19“-ის ახალ ვარიანტს, რომელსაც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს მიხედვით „მიუ“ ეწოდა.

გაერო-ს ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეული ბიულეტინის მიხედვით, „მიუ“ მეცნიერულად ცნობილია როგორც ბი.1.621 და კლასიფიცირებულია, როგორც „ინტერესის ვარიანტი.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ „კოვიდ 19“-ის ვაქცინებისადმი წინააღმდეგობის გაწევის რისკს და მისი უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევებია საჭირო.

„კოვიდ 19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, აშშ-ის აიდაჰოს შტატში ეროვნული გვარდიის გამოძახება გახდა საჭირო. დამატებითი ძალები საავადმყოფოებს დაეხმარებიან, სადაც პაციენტების უმრავლესობა აუცრელია. აიდოაჰოს შტატში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 400 ადგილიდან ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ ოთხი საწოლია.

„კოვიდ 19“-ის გავრცელება შეინიშნება ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც აგვისტოს დასაწყისიდან შემზღუდველი ზომები მოქმედებს.