ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ქვეყანაში ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფის ჩასვლას მიესალმება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ქვეყანაში ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფის ჩასვლას მიესალმება

ჩინეთი ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფის ჩასვლას მიესალმება – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძლებს ჩინეთის ხელისუფლებასთან მუშაობას, რათა შეთანხმდეს ის ადგილები, რომლებსაც ჯგუფის წევრები მოინახულებენ. ჩვენი ინფორმაციით, ჩინეთი ქვეყანაში ამ ჯგუფის ჩასვლას მიესალმება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბაბატუნდ ოლოვოკუერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის გუნდი ჩინეთში იანვრის პირველ კვირას ჩავა. შეგახსენებთ, მანმადე ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების დაწყებას.

რუხაძკორონავირუსი მსოფლიოში პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გასული წლის დეკმებრში გაჩნდა, მას შემდეგ ვირუსით მსოფლიოში 72 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 1 641 ზე მეტი კი გარდაიცვალა.