ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს, დოკუმენტის პროექტის თანაინიციატორებს შორის არის საქართველოც
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს, დოკუმენტის პროექტის თანაინიციატორებს შორის არის საქართველოც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმებს. შესაბამისი დოკუმენტი ასამბლეამ 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო, ასამბლეის 36-მა წევრმა თავი შეიკავა.

დოკუმენტის პროექტის თანაინიციატორებს შორის არის საქართველოც.

მიღებული დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, შეფასდეს რუსეთის აგრესიის გავლენა უკრაინის ჯანდაცვის სექტორზე.

რუსეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეას უკრაინის საკითხზე თავისი წინადადება წარუდგინა, სადაც აღიარებული იყო უკრაინაში ჯანდაცვის სექტორში საგანგებო მდგომარეობა, თუმცა არ იყო ნახსენები რუსეთის როლი ამ ომში. რუსეთის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრის შემდეგ რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობას უკრაინაში, თუმცა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის „პოლიტიზაციას“.