ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის ცდებიდან „ჰიდროქსიქლოროქინი“ დროებით ამოიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის ცდებიდან „ჰიდროქსიქლოროქინი“ დროებით ამოიღო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის ცდებიდან „ჰიდროქსიქლოროქინი“ დროებით, უსაფრთხოების მიზნით, ამოიღო. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ჰიქდროქსიქლოროქინით“ მკურნალობას სარგებელი არ მოჰქონდა.

„ლანცეტის“ კვლევაში 96 000 პაციენტი მონაწილეობდა, მათგან 15 ათასს „ჰიქდროქსიქლოროქინს“ სხვა პრეპარატთან ერთად ან მის გარეშე აძლევდნენ. კვლევის მიხედვით, საავადმყოფოებში მყოფი ადამიანები, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, გულის პრობლემებით უფრო მეტად იღუპებოდნენ, ვიდრე სხვა პაციენტები.