ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - თუ ქვეყნები შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, შესაძლოა, კარანტინის რეჟიმი ხელახლა გახდეს საჭირო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - თუ ქვეყნები შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, შესაძლოა, კარანტინის რეჟიმი ხელახლა გახდეს საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, თუ ქვეყნები შეზღუდვების გაუქმების დროს ფრთხილად არ იმოქმედებენ, შესაძლოა, კარანტინის დაწესება ხელახლა მოუწიოთ. ამის შესახებ განცხადება ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ჩამოთვალა ის ზომები, რომლებიც ქვეყნებმა კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებამდე უნდა მიიღონ. მათ შორის გებრეიესუსმა ახსენა ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების კონტროლის სისტემის დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის მომზადება.

„კარანტინის რეჟიმის დაბრუნების საფრთხე რეალურია, თუ ქვეყნები ვერ შეძლებენ გარდამავალ პერიოდში ფრთხილად მოქმედებას და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას“ – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, როდესაც პანდემია დასრულდება, აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სისტემაში უფრო მეტი ინვესტიციის დაბანდება, რათა კორონავირუსის მსგავსი პანდემიის დროს შექმნილი მდგომაროება აღარ განმეორდეს.