ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პანდემიის პიკი ჯერ გადავლილი არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პანდემიის პიკი ჯერ გადავლილი არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერ მარგარეტ ჰარისის განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი ჯერ გადავლილი არ არის. მისი თქმით, ევროპაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების სურათი არაერთგვაროვანია.

„ჩვენ ვხედავთ შერეულ სურათს ევროპაში. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის იქ, სადაც დიდი ეპიდაფეთქება იყო, სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია და შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ამას დრო დასჭირდება, თუმცა პროცესის შენელებაც ვხედავთ. სხვა ქვეყნებში ჯერ შემთხვევების მატებაა. ასეთია თურქეთი, დიდი ბრიტანეთი. ეს შერეული სურათია. საერთო ჯამში ვირუსის შემთხვევების 90 პროცენტი ევროპასა და აშშ-ზე მოდის. ასე რომ ეს ნამდვილად არ არის პიკი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.