ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - პანდემიის მეორე წელი შეიძლება, უფრო რთულიც კი იყოს, ვიდრე პირველი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა ქვეყნის მაგალითის შესწავლა და კომბინირებული მიდგომის შემუშავება, რათა ვირუსთან ბრძოლა უფრო ადვილი იყოს.
„პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყო, თუ გავითვალისწინებთ ვირუსის გადაცემის დინამიკას და ზოგიერთ ფაქტორს, რომელსაც ვხედავთ. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ პოზიტიურ მხარეზე, უნდა შევხედოთ იმ ფაქტორებს, რამაც თითოეულ ქვეყენაში იმუშავა და შედეგი გამოიღო. შემდეგ ეს ცოდნა სხვებს უნდა გადავცეთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საუკეთესო კომბინაცია. ბევრ ქვეყანაში არდადეგების პერიოდის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. ამის შესახებ თავად ამ ქვეყნებმაც იციან და ახლა ამკვიდრებენ სისტემას, რათა პაციენტების მოვლა შეძლონ, რადგან მეტი შემთხვევა ნიშნავს, რომ მეტ პაციენტს დასჭირდება ჰოსპიტალიზება“, – განაცხადა რაიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტი დღეს მორიგ შეხვედრას გამართვას, რომელზეც ექსპერტები „კოვიდ-19“-ის შესახებ იმსჯელებენ და რეკომენდაციებით გამოვლენ. მსგავსი შეხვედრა პანდემიის პიროებებში უკვე მეექვსედ იმართება.