ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვაქცინაციის პასპორტებთან დაკავშირებით პოზიცია განმარტა იმით, რომ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, აღკვეთს თუ – არა აცრა ვირუსის გადაცემას. ამასთან, მეორე მიზეზად მან თანასწორობის საკითხი დაასახელა.

ამას გარდა, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების საკითხს დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის განიხილავს. მარგარეტ ჰარისის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებს საჭიროებს.

დატოვე კომენტარი