ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსთან ომის მოგება შესაძლებელია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსთან ომის მოგება შესაძლებელია

კაცობრიობა „კოვიდ-19“-თან ომში არ მარცხდება, ჩვენ საბოლოოდ ამ ვირუსს დავამარცხებთ, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვმა გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ვირუსის მუტაცია არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა ვირუსთან მარცხდება.

„ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ვირუსთან ომს ვაგებთ? ჩემი პასუხია – არა. ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ერთმანეთს კი არა, ვირუსს ვებრძვით. მათ შორის, მის ახალ სახეობებსაც. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ“, – განაცხადა მარია ვან კერხოვმა.