ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა

კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროპაში ვირუსის გავრცელების ტემპი ბოლო ორი თვის განმავლობაში კლებადი იყო.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხდა, ვირუსის გავრცელების ხელახალი ზრდა ვაქცინაციის პროცესის გაჭიანურებას, ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენას და სოციალური კავშირების აღდგენას უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმაც.

როგორც ცნობილია, ლონდონიდან და სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნებულ ფეხბურთის ასობით გულშემატკივარს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მოუწოდებენ საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მასპინძელ ქალაქებს უფრო მეტი იმუშაონ  გულშემატკივრების გადაადგილების კონტროლისთვის.