ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ბოლო კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 5,2 მილიონით გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ბოლო კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 5,2 მილიონით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 5,2 მილიონით გაიზარდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უკვე მერვე კვირაა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი გლობალურად მატულობს. მიმდინარე კვირაში მთელ მსოფლიოში ვირუსს 83 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ მონაცემებშია აღნიშნული, ერთადერთი რეგიონის, სადაც ბოლო შვიდ დღეში ახალი შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა, ევროპაა.

„კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაფიქსირდა. ბოლო კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ინდოეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 64 პროცენტითაა მომატებული. მეორე ადგილზეა აშშ 477 000-ზე მეტი ახალი შემთხვევით, მესამეზეა ბრაზილია, სადაც ბოლო ერთ კვირაში 459 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული აღრიცხეს.