ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.

ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რვა ვაქცინის კლინიკური ცდის ჩასატარებლად ნებართვა უკვე გაცემულია.

ადამიანებზე კლინიკურ გამოცდას გადის ოთხი ჩინური ვაქცინა, ერთი ინგლისური, ერთ ამერიკული და კიდევ ერთი ამერიკულ-ევროპული.