ჯანდაცვის კომიტეტი სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ პეტიციას განიხილავს
ჯანდაცვის კომიტეტი სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ პეტიციას განიხილავს

პარლამენტში განსახილველად შევიდა სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის წარდგენილი პეტიცია სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ.

ბიუროს სხდომაზე დღეს გადაწყდა, რომ პეტიციას, რომელიც სხვადასხვა სახეობის სამომხმარებლო პროდუქციის, მათ შორის საკვებისა და საბავშვო სათამაშოების ხარისხს ეხება, ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესები მაღალია.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი პეტიციაა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ. მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად, საინტერესო თემა გახლავთ სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტები. საზოგადოების ინტერესები მაღალია ამ საკითხებზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციაზე და არა მხოლოდ საკვებ პროდუქტზე, რომელთანაც აქვთ ბავშვებს შეხება. ამ სფეროში რეალურად, პარლამენტს აქვს ნება, რომ გაერკვეს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, დამატებით რისი გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.