ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დადასტურების შემდეგ საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს
ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დადასტურების შემდეგ საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დადასტურების შემდეგ საუდის არაბეთში 18 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის გენერალური პროკურორის, საუდ ალ-მუაჯიბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ყველა დაკავებული საუდის არაბეთის მოქალაქეა. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

ამასთან, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მეფემ რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაადასტურა. ის სტამბოლში, საკონსულოს ტერიტორიაზე ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

თურქეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას საუდის არაბეთს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ხაშოგის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს.

ოფიციალური ანკარას ცნობით, ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.