მედიის ინფორმაციით, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის სიგნალი დააფიქსირეს
მედიის ინფორმაციით, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის სიგნალი დააფიქსირეს

ინდონეზიაში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო ოპერაციის მონაწილეებმა ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის სიგნალი დააფიქსირეს. აღმოჩენლია ცხედრის ნაწილები და სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ სიგნალი ორ ადგილას დავაფიქსირეთ. ეს შესაძლოა, შავი ყუთი იყოს“, – განაცხადა ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს უფროსმა ბაგუს პურუჰიტომ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალები.

ინდონეზიური ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი ბოინგი 737-500, რომლის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, 9 იანვარს ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკში ასრულებდა რეისს.

ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიელი ყო. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან 12 ეკიპაჟის წევრი იყო. მგზავრებს შორის იყო ათი ბავშვი, მათგან სამი ჩვილი. მინისტრის ინფორმაციით, „ბოინგი 737“ აეროპორტიდან 20 კილომეტრში, კუნძულ ლაკის მახლობლად ჩამოვარდა.

დატოვე კომენტარი