ჯაირზინიო როზენსტრუკს ფრენსის ნგანოუსთან ბრძოლა სურს (ვიდეო)
ჯაირზინიო როზენსტრუკს ფრენსის ნგანოუსთან ბრძოლა სურს (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონითი კატეგორიის დაუმარცხებელი მებრძოლი ჯაირზინიო როზენსტრუკი 8 დეკემბერს ალისტერ ოვერიმს ვაშინგტონში დაუპირისპირდება. ცნობილი ვეტერანი ჰლანდიელის წინააღმდეგ თავდაპირველად ვოლტ ჰარისს უნდა ებრძოლა, თუმცა მის შვილთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო ჰარისი რა თქმა უნდა ბრძოლიდან მოიხსნა. 31 წლის როზენსტრუკს შერეულ ორთაბრძოლებში 9 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან ყველა დაპირისპირება ჯაირზინიოს გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელად მან ანდრეი არლოვსკი 29 წამში დაამარცხა. არიელ ჰელვანისთან მიცემულ ინტერვიუში როზენსტრუკმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ შეძლებს ოვერიმის დამარცხებას საბრძოლველად ოქტაგონიდან ნიგერიელ ფრენსის ნგანოუს გამოიძებს.

„ჩემთვის ალისერ ოვერიმის დამარცხება ბევრს ნიშნავს, თუმცა მე გამოგიტყდებით, რომ მოუთმენლად ველოდები ფრენსის ნგანოუსთან ბრძოლას. ის დიდი და საშიში პიროვნებაა და ვფიქრონ ჩვენი დაპირისპირება ბრწყინვალე სანახავი იქნება.”

 

View this post on Instagram

 

Let’s create a 💣 in the octagon! @arielhelwani @espnmma @ufc #UFCDC

A post shared by Jairzinho BIGI BOY Rozenstruik (@jairzinho.rozenstruik) on