ჯაფარიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია - ხარაზიშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი ასპარეზობს.

100კგ-ში მიხეილ ჯაფარიძემ ბრიტანელი მეტოქე იპონით დაამარცხა და შეჯიბრის მეოთხედფინალში იასპარეზებს. ამავე წონაში ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს ილია სულამანიძეც.

ჯაფარიძის ბრძოლა

 

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ნიკა ხარაზიშვილმა. ქართველი მეოთხედფინალში გავიდა.

ევროპის პირველობაზე გამომსვლელი მძიმეწონოსანი ქალი სოფიო სომხიშვილი ნახევარფინალშია, სადაც უკრაინელ ბულავინას შეხვდება.

დანარჩენი ხუთი ძიუდოისტი შეჯიბრზე ჯერ არ გამოსულა.