ჯაბა ჯიღაური ყაზახეთში ითამაშებს - კახა ცხადაძემ ბათუმის „დინამოდან“ მეორე მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთში, აქტაუს „კასპიიში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმა დაადასტურა.
30 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი იყო, 2020 წლიდან ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. ამ გუნდის მაისურით 111 ოფიციალურ მატჩში 37 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგება მოახერხა.
„კასპიიმ“ ცოტა ხნის წინ ბათუმის „დინამოდან“ კიდევ ერთი თავდამსხმელი – გიორგი ფანცულაია დაიმატა. ფანცულაიამ ბათუმში 29 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მიწვეული იყო საქართველოს ნაკრებშიც, მაგრამ ტრავმის გამო შეკრებაზე ვერ გამოცხადდა.
ყაზახეთის პრემიერლიგის გასული სეზონი „კასპიიმ“ 31 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დაინიშნა.