ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი "ზე რაგბიში"
ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი "ზე რაგბიში"

“ზე რაგბის ისტორია დაიწერა, რადგან მოედანზე შოთა ჰორის ნაცვლად ჯაბა ბრეგვაძე გამოვიდა, რომელიც ტურნირის ისტორიაში პირველი ქართველია” – ამ სიტყვებით შეეგება ბრეგვაძის დებიუტს “სანვულვზისა” და “ბრამბიზის” შეხვედრის კომენტატორი.

ჯაბა მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და თუკი შერკინებაში თამაში მანამდე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ქართველი კვაჭის გამოსვლის შემდეგ “სანვულვზმა” პირველივე შერკინებაში ჯარიმა მოიპოვა.

“ამაში ნამდვილად ბრეგვაძის ხელი ურევია” – გააგრძელა კომენტატორმა ჯაბაზე საუბარი – “ედი ჯონსმა ქართველ მორაგბეებს საუკეთესო მორკინალები უწოდა და როგორც სჩანს ეს მართლაც ასეა”.

შეხვედრის მიწურულს ქართველმა მორაგბემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. დაზიანების სიმძიმის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

“სანვულვზმა” შეხვედრა 29:32 დათმო.

ჯაბა ბრეგვაძე თბილისის “ყოჩების” აღზრდილია. იგი თამაშობდა ტოპ 14-ის “ტულუზაში”, პრემიერშიფის “ვუსტერ ვორიორზში” და რუსულ “კრასნი იარში”. 2018 წლის სეზონიდან იგი იაპონურ “სანვულვზში” გადავიდა და “ზე რაგბიში” დებიუტი სეზონის პირველივე თამაშში, ავსტრალიური “ბრამბიზის” წინააღგმდეგ ჰქონდა. “ბორჯღალოსნების” რიგებში მას 49 მატჩი აქვს ჩატარებული.