იზაბელ კოულმენი – მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
იზაბელ კოულმენი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის მადლობას უხდის.
„მაქვს პატივი, ვიმყოფებოდე საქართველოში და კიდევ ერთხელ დავადასტურო USAID-ის სოლიდარობა იმ პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის სასტიკ ომს უკრაინაში. მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის“,- წერს კოულმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
Honored to be in Georgia & to reaffirm @USAID’s solidarity with partners and allies who stand in opposition to Russia’s brutal war in #Ukraine. Thank you Prime Minister @GharibashviliGe for a meaningful discussion on Georgia’s support for Ukraine & its own democratic future pic.twitter.com/UsB0w4b05Z
— Isobel Coleman (@ColemanUSAID) March 24, 2022