„ივიკოს თასი“ „დინამო თბილისის“ აკადემიამ მოიგო #1TVSPORT
„ივიკოს თასი“ „დინამო თბილისის“ აკადემიამ მოიგო #1TVSPORT

„ინტერი საქართველოს“ აკადემიის სტადიონზე დასრულდა „ივიკოს თასის” (მომავლის თასი) გათამაშება. ტრადიციულად ქცეული ტურნირი „ოლიმპის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის ხსოვნას ეძღვნება და წელს მერვედ გაიმართა.

გათამაშების ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იყო. წელს ტურნირზე 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ოთხ ჯგუფში განაწილებულმა 16-მა გუნდმა მთავარი პრიზისთვის ბრძოლა 24 მაისს დაიწყო.

ფინალში „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდი „სელეროს“ დაუპირისპირდა, დამაჯერებლად დაამარცხა 3:0 და „ივიკოს თასის“ გამარჯვებული გახდა. ფინალის შემდეგ ტურნირის გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოთამაშეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.