ივანიაძის „ტუზლამ“ ერთ-ერთ ლიდერს ქულები წაართვა #1TVSPORT
ივანიაძის „ტუზლამ“ ერთ-ერთ ლიდერს ქულები წაართვა #1TVSPORT

გიორგი ივანიაძემ ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ტუზლაში“, რომელმაც ერთ-ერთ ლიდერს, მოსტარის „ველეჟს“ ქულები წაართვა – 1:1.

პრემიერლიგის 26-ე ტურის შეხვედრას ქართველის გუნდმა უმასპინძლა. გიორგი ივანიაძე „ტუზლას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. შეხვედრის მთავარი მოვლენები მოედნიდან მისი გასვლის შემდეგ მოხდა.

81-ე წუთზე ანგარიში „ველეჟის“ შემტევმა, ნერმინ ჰასკიჩმა გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს. ჯორჯ პანტელიჩმა 90+3-ე წუთზე ზუსტად დაარტყა და მასპინძლებს ქულა შეუნარჩუნა.

„ტუზლა“ 26 ტურის შემდეგ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ლიდერთა სამეულს 13 ქულით ჩამორჩება, აუტსაიდერთა ჯგუფს კი მხოლოდ ოთხი ქულით ასწრებს და ლიგაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

26-ე ტურის შეხვედრას ხვალ გამართავს გიორგი გულიაშვილის „სარაევო“, რომელიც გასვლაზე „ლეოტარს“ დაუპირისპირდება.