ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5 პროცენტით გაიზრდება და ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერი ვიქნებით
ივანე მაჭავარიანი - მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5 პროცენტით გაიზრდება და ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერი ვიქნებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.0 პროცენტით გაიზრდება და აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერი ვიქნებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

მისი განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა.

„ცხრა თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.9 პროცენტს შეადგენს. განახლებული პროგნოზით მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5.0 პროცენტი იქნება. 2019 წელთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4.5 პროცენტიან პროგნოზზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ფაქტიურად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ფინანსთა სამინისტრო მზად არის, მომდევნო წლის შუა პერიოდში ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს.