ივანე მაჭავარიანი - არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკსა“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ივანე მაჭავარიანი - არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკსა“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად უჭერს მას მხარს.

„გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს. პირიქით, ანაკლიის შემთხვევაში ხელისუფლება მაქსიმალურად უჭერს მას მხარს. არანაირი კავშირი ამას არ აქვს, დარწმუნებული ვარ. ამავდროულად, არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკსა“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვები და მჯერა, პასუხი ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება გასაცემი. ჩემი აზრით, ანაკლიის პროექტი ცალკე მდგომი, მნიშვნელოვანი პროექტია და ინვესტორების გადაწყვეტილება, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამ პროექტში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, მათთვის ეკონომიკურად რამდენად გამართლებული იქნება ეს პროექტი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.