ივანე მაჩაბლის ქუჩაზე დღეიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
ივანე მაჩაბლის ქუჩაზე დღეიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე დღეიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ, გიორგი ლეონიძისა და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ავტომანქანები იმოძრავებენ გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით.